საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გამართა

10 მარტი 2015

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა –,, საკანონმდებლო წინადადებები უზენაესი სასამართლოს ეფექტური რეფორმირებისთვის“ გაიმართა.

 

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა ხაზი გაუსვა უზენაესი სასამართლოს როლს და მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.

 

შეხვედრაზე, სამართლის უზენაესობის და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის თავმჯდომარე დავით ასათიანმა  ისაუბრა  „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტის შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს ეფექტური რეფორმირების  საკანონმდებლო  წინადადებებს  ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურის, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის და მისი შემადგენლობის, უზენაესი სასამართლოს პლენუმის რეფორმირებას.

 

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა მეიშვილმა, მოსამართლეებმა, ადვოკატებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი